понедельник, 28 июля 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს სრული ორგანიზაცია გავუკეთეთ ჩვენს ტრენინგს.მოვაწესრიგეთ პორტფოლიო, გავაანალიზეთ ,თუ რომელი ნაშრომები უნდა იყოს პორტფოლიოში .გამოვიკვლიეთ ,თუ რაში გვჭირდება კიდევ მუშაობა. გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია,მოვისმინეთ სხვა მონაწილეთა ნამუშევრები,გავაკეთეთ ანალიზი.

пятница, 18 июля 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღეს ბევრი ვიმუშავეთ.დავათვალიერეთ და შევავსეთ შეფასებების რუბრიკები,გადავიტანეთ D-დისკზე.დავიწყეთ ჩვენი პორტფოლიოს მოწესრიგება,ყველა დოკუმენტი მოვათავსეთ შესაბამის საქაღალდეში.პორტფოლიო გადმოვიტანეთ ბლოგზე.მოვემზადეთ ხვალინდელი პრეზენტაციისთვის,თუმცა იმდენი წვრილმანი სამუშაოა,რაღაც-რაღაცები მაინც დაგვრჩა დასამთავრები.გაოცებული ვართ ქალბატონი ლალის გამძლეობით,ის შესაშური მოთმინებით აგვარებს ჩვენს პრობლემებს!

четверг, 17 июля 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ძალიან დაძაბული დღე გვქონდა.შევავსეთ და შევინახეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების დაგეგმვის ცხრილი.განვიხილეთ შეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩამონათვალი,მოვახდინეთ ნაშრომის ადაპტირება.
გავიხსენეთ დიაგრამები,ბლოგზე  ვისწავლეთ გვერდების შექმნა, გავაკეთეთ ფონი და დავწერეთ ინფორმაცია ჩვენს შესახებ.

суббота, 5 июля 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექ1სია

მგონია,რომ ეს დღე ყველაზე ნაყოფიერი იყო. გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია,შემდეგ ავტვირთეთ დისკ-დრაივერზე.ვისწავლეთ,როგორ უნდა დავაყენოთ მასალა გადათვალიერების რეჟიმ,ში,როგორ უნდა გავუკეთოთ რედაქტირება და ა.შ.
მუშაობის დამთავრების შემდეგ ყველაფერი  ავტვირთეთ ბლოგზე და გამოვაქვეყნეთ.